სასწავლო პროექტი


 ,,როცა სიყვარული  ლეგენდად იქცევა...“


პროექტის  მთავარი  თემა: გ. ტაბიძის ,,მზეო  თიბათვისა...“ მოსწავლეები გაეცნობიან ლექსის დაწერის  ისტორიას, გაიაზრებენ  და იმსჯელებენ  პოეტის ლეგენდად  ქცეული  სიყვარულის შესახებ, გამოკვეთენ   და  დაასაბუთებენ  საკუთარ  პოზიციას  საკითხის  ირგვლივ.


პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისეულ დეტალებს, მის დიდ სიყვარულს ოლია ოკუჯავასადმი, გაიაზრებენ და ღრმად ჩასწვდებიან მარტოსული  ადამიანის ღვთაებრივ პოეზიას.


პროექტის  მიზნები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომა, განუვითარდებათ ინფორმაციების მოძიების უნარი ინტერნეტის, ენციკლოპედიის, ლექსიკონის  გამოყენებით. გამოხატავენ და წერილობით ჩამოაყალიბებენ პირად განცდებსა და შთაბეჭდილებებს, შეისწავლიან საზოგადო მოღვაწეთა (მაგალითად, მწერალთა) გამონათქვამებისა და მოსაზრებების დამოწმებას, როგორც წერითი, ასევე ზეპირი მეტყველების დროს, დახვეწენ და გაიუმჯობესებენ წერით სტრატეგიებს, გაიღრმავებენ ცოდნას მოცემულ  საკითხზე, ეპოქაზე. გაარკვევენ ლექსში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, შექმნიან ლექსის ,,მზეო თიბათვისა...“ელექტრონულ პრეზენტაციას, გამოავლენენ შემოქმედებით ნიჭს, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.


მოსწავლეთა  ასაკი:13–14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:10 დღე

მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული  პრეზენტაციის  შექმნა სახელწოდებით:, როცა სიყვარული  ლეგენდად  იქცევა ...“ჟურნალისტური  გამოძიება–სტუმრად გალაკტიონთან, ზეპირი  პრეზენტაციები გალაკტიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, პროექტის  მუსიკალური  გაფორმება, ნახატების გამოფენა.

პროექტისათვის  საჭირო  რესურსები: გ. ტაბიძის ლექსების ერთტომეული, განმარტებითი ლექსიკონი, ენციკლოპედია, თეთრი ფურცლები, მარკერები, სახატავი ფურცლები, გუაში.
ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი.

პროექტის  მსვლელობა:
აქტივობა1.პროექტისათვის თემის შერჩევა.
გამოვიყენებ გონებრივი იერიშის მეთოდს, მოსწავლეებს დავურიგებ ფურცელზე  ჩამოწერილ  თემატიკას და პროექტისათვის შევარჩევ თემას მათი უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
1.,,როცა სიყვარული ლეგენდად იქცევა...“
2.,,პირველი  სიყვარული“
3.,,გახარებული  უფალი  კარგს  ყმას  ჯვარს  წერდეს  ზენითა.“
აქტივობა2.  ჯგუფების  შექმნა
მოსწავლეებს  დავყოფ  ორ ჯგუფად.
ჯგუფი1.,,ნორჩ  მკლევართა“
ჯგუფი2.,,ნორჩ  შემოქმედთა“
აქტივობა 3. დავალებათა  გადანაწილება
პირველი  ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციებს, მასალას  გალაკტიონის ცხოვრებაზე, სიყვარულზე  და მოამზადებს ზეპირსა და ელექტრონულ  პრეზენტაციებს.
მეორე  ჯგუფი შექმნის ლიტერატურულ ნაწარმოებს (ესეს, ჩანახატს, ლექსს) და ნახატებს (ლექსის ,,მზეო თიბათვისას“ აღქმისათვის ნახატების საშუალებით.)
მოვაწყობ  ,,ნორჩ შემოქმედთა“ ნამუშევარების  პრეზენტაციას და ნახატების გამოფენას.
მოსწავლეები  ხალისით ჩაებნენ  მუშაობაში.
მარიამ ჭანუყვაძემ  და  ანი  შაქარიშვილმა  მოამზადეს  და შეასრულეს  გალაკტიონის ლექსზე ,,მზეო   თიბათვისა...“დაწერილი  ამავე  სახელწოდების სიმღერა.


კახა ლომინაძემ  და  თორნიკე თოდრაძემ  მოიძიეს  ინფორმაციები  და  გააკეთეს  ზეპირი  პრეზენტაციები  გალაკტიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.


თორნიკე  თოიძემ  და  თამარ  ჭანტურიშვილმა  შექმნეს  ლექსის  ელექტრონული  პრეზენტაცია.  





  რუსუდან  თოდრაძემ  წაიკითხა  საკუთარი   ლექსი –,,მონატრება“.


მონატრება

         (გალაკტიონს  მთელი  ცხოვრების  მანძილზე არ განელებია  ოლიას ნახვის, მასთან  ყოფნის  სურვილი.)

                             შენი  სახე  სიზმარშიაც  
                       არ  მავიწყდება,
                        განშორების  მწარე სევდა
                        სულ  თან  დამყვება.

                              შენს  დატანჯულ,ლამაზ  თვალებს
                               კვლავ  ვენატრები?
                               ოლოლ, სად  ხარ, ჩემზე  ფიქრობ?
                               თუ  გენატრები?!

                          სევდას გული ვეღარ  უძლებს 
                          და, ჰა, ჩერდება...
                           სიკვდილს  ვნატრობ,
                           მაგრამ  ამით  რა   შეიცვლება?

                                 შენი  ნახვა,  ნეტა, ისევ  
                                 თუ  მეღირსება,
                                 გული დარდით, თვალი ცრემლით
                                  რატომ  მევსება?!  

მარიამ  ჭანუყვაძემ  დაწერა  ესე  –,,გალაკტიონის  წუხილის სათავე“.


ანი  შაქარიშვილმა  ჩაწერა წარმოსახვითი  ინტერვიუ  გალაკტიონთან.


ნორჩი მხატვარის ქეთი ჩხაიძის  ფუნჯით აღქმული ,,მზეო  თიბათვისა"





საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:          
საგნები: ქართული ენა  და  ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, მუსიკა.

ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;

ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს;
·         მსჯელობს, რა საშუალებებით ახდენს გავლენას ავტორი კონკრეტულ აუდიტორიაზე და როგორ ქმნის განწყობას;
·         მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს სხვადასხვა მხატვრული დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას. 

ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;
·         აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;

ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
·         ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
·         უარყოფს ან ეთანხმება საგაზეთო პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებას და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას;
   
ქართ. VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების/მოსაზრებების დამოწმება, მიმართვის ან ემოციის გამოხატვის ფორმები და სხვ.), რომლებიც შეესაბამება სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა და მიზნებს;
  
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს;
·                 მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს. 
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად იყენებს მასალას (ციტატებს სხვადასხვა წყაროდან, ცხრილებს, ფოტოებსა და ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს);
·         იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
                 
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან  თავართქილაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rusudantavartqiladze@gmail.com                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

No comments:

Post a Comment